„ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, ჩვენს ამომრჩეველს პატივს ვცემთ და ჩვენი პოზიციები მათ წინასწარ იცის

„ქართული ოცნებისგან” განსხვავებით ჩვენს ამომრჩეველს პატივს ვცემთ და ჩვენი პოზიციები ჩვენმა ამომრჩევლებმა წინასწარ იცის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველი “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს არ დაუჭერს.

“ძალიან ვაფასებთ “ქართული ოცნების” ზრუნვას ჩვენს პარტიაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთ პრინციპულ საკითხებზე ჩვენ ამომრჩეველს წინასწარ ვაცნობებთ. ჩვენ საჯაროდ გვქონდა გაცხადებული, რომ ყველა პროდასავლურ ძალას დავუჭერდით მხარს. ეს ჩვენი ამომრჩევლისთვის სიურპრიზი არ იყო. “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით ჩვენს ამომრჩეველს პატივს ვცემთ და ჩვენი პოზიციები ჩვენმა ამომრჩევლებმა წინასწარ იცის”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა 17-28 ოქტომბერს, 2 283 653 ლარის შეწირულება მიიღო
შემდეგი სტატიამივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მათ ჯგუფს, ღიად დააფიქსირონ, იღებენ თუ არა „პატრიოტთა ალიანსის” და “ქართული მარშის” მხარდაჭერას