ქართული ოცნების” ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლაც გვიქმნის პრობლემას

ქართული ოცნების” ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლაც გვიქმნის პრობლემას-ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილმა, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს სამი პრობლემა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემებს უქმნის. უსუფაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც გააკრიტიკა.

„არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება – პირველი, გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში და ის კრიზისი, რომელიც გამოწვეულია არა საქართველოს მიერ, მაგრამ ახდენს გავლენას საქართველოზე. მეორე მცირე პრობლემაა, მაგრამ არსებობს და ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის, ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ “სახალხო პარტიის წარმომადგენლების” ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში “ნაციონალების” პოლიტიკურ ინტერესებს. მესამე არის ის, რომ “ქართული ოცნების” ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლაც გვიქმნის პრობლემას, რადგან მათი განცხადებები აქ გხვდება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება,“ – განაცხადა დავით უფუსაშვილმა.

https://youtu.be/3iBxSe95OMI

banner
წინა სტატიაშიუვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ გათავისუფლდეს მერაბიშვილი და უგულავა
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძე :არჩევნების პროპორციული სიით ჩატარება უმჯობესია