“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში 17-ვე ოლქში იმარჯვებენ

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში, თბილისის 18 საარჩევნო ოლქიდან, მეორე ტურში “ქართული ოცნება” 17-ვე ოლქს იგებს.

საარჩევნო უბნები თითქმის სრულად არის დათვლილი. გამონაკლისია მთაწმინდა, სადაც
31 უბნიდან დათვლილია 4-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 70,41%, ანუ 1259 ხმა მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ნიკა რურუამ 29,59% ანუ 529 ხმა.

საუბრთალოს #2 ოლქში, 32 უბნიან 31 უბნის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ ხმების 75,65% მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა – ელენე ხოშტრიამ, 24. 35 %

საბურთალოს #6 32-დან 30 უბნის მონაცემებით, ლევან გოგიჩაიშვილს – 79,4%, სევდია უგრეხელიძე- 20,6%

კრწანისის #7, 36-დან დათვლილია 30 უბანი, შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ – 71,72% მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ ხმების – 28,28%

ისნის სამივე მაჟორიატულ ოლქში,ლიდერობენ “ოცნების” მაჟორიტარები. ისნის #8 ოლქში, 33-დან 28 უბნის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს ხმების 75,07% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს -გიორგი ონიანს 24,93%, ისნის #9 ოლქში, 31 უბნიდან 22-ის მონაცემებით,” ქართული ოცნების” კანდიდატი დავით ჭიჭინაძე – 75,34%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი – ბესიკ კვიციანი -24,66%

ისნის #10 მაჟორიტარულ ოლქში, 33 უბნიდან 24-ისი მონაცმებით,” ქართული ოცნების” კანდიდატ ბექა ნაცვლიშვილს -71,73% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ,ზაზა კედელაშვილს 28,27%

“ოცნების” მაჟორიტარები იგებენ სამგორის სამივე მაჟორიტარულ ოლქშიც. სამგორის #11 ოლქში, 39 უბნიდან დათვლილია 35 უბანი და”ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი მოსიძეს ხმების 73.45% აქვს მიღებული, ხოლო მის კონკურენტს” ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ნადიარძეს – 26,55%,

სამგორის #12 3 მაჟორიტარული ოლქსი, 34-დან 26 უბნის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატი მარიამ ჯაში ხმების 70,9% ლიდერობს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დათო ჟღენტს 29,1% აქვს

სამგორის #13 37-დან 29 უბნის შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა ხმების 74,74% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი ხახნელიძემ -25.26%

დიდუბის ორივე მაჟორიტარულ ოლქში, ასევვე მმართველი პარტია ლიდერობს. #15 ოლქის მონაცემებით, სადაც 34 უბნიდან 33-ის მონაცემები უკვე დათვლილია, “ქართული ოცნების” კანიდატ ზაზა პაპუაშვილს ამომრჩეველთა ხმების 76% აქვს მიღებული, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დავით ნაფეტვრიძეს – 24%.

დიდუბის #16 ოლქის 34 უბნიდან 31 უბნის შედეგები უკვე ცნობილია. “ქართული ოცნების” კანდიდატი ივლიანე წულაია -76,4%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი,ირაკლი დვალი – 23,6%

ნაძალადევის სამივე მაჟორიტარულ ოლქში, #17 32-დან 30 უბნის მონაცემებით,” ქართული ოცნების” კანდიდატი სოფიო კოლაძე-77,31%, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მურმან თხელიძე – 22,69%

ნაძალადევის #18 ოლქი, 32-ვე უბნის მონაცემები უკვე დათვლილია. “ქართული ოცნების” კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი -73,16%; “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მამუკა გუგეშაშვილი – 26,84%

ნაძალადევის #19 ოლქში, 33-დან 28 უბნის მონაცემებით,”ქართული ოცნების” კანდიდატს ზაზა გაბუნიას ხმების 70,69% აქვს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ლერი დემეტრაშვილს- 29,04%

გლდანის სამივე მაჟორიტარულ ოლქს ასევე „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ იგებს. გლდანის #20 ოლქის 36 უბნიდან, 34-ის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა კობალაძე -71,69%, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ალექსანდრე ჩაფიჩაძე -28,31%

გლდანის #21, 34 უბნიდან 32-ის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ხმების 69,83% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო რატიანმა 30,17%

გლდანის #22 საარჩევნო ოლქის 36 უბნიდან 35-ის მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატ ლევან კობერიძეს ამომრჩეველთა 73,01%-ის მხარდაჭერა აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბარამიძეს -26,99%

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ველოდები მიხეილ სააკაშვილის განცხადებას!
შემდეგი სტატიამთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს