“„ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ჩემი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს, იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე დასწრება მის პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

კერძოდ, კითხვაზე, „თქვენი იქ ყოფნა ხომ არ მიანიშნებს თქვენს პოლიტიკურ სიმპათიაზე“, იმნაძემ ასე უპასუხა: „რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“.

მედიის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძეს ასევე ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში.

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა.

ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ამავე ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძეც ესწრებოდნენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე დააკავეს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე-„ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი, როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელი