„ქართული ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძეა

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სიაში პარტიის ძველ სახეებთან ერთად ახალი კადრებიც წარმოადგინა.

სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძეა, რომელიც 2012 წლიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. სიის მეორე ნომერი აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძეა, მესამე ნომრად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი შეირჩა, სიის მეოთხე ნომერი კი აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ცოტნე ანანიძეა, მეხუთე ნომრად ბათუმის საკრებულოს დეპუტატი დავით თედორაძე წარადგინეს, რომელიც საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, ერთი თვის წინ კი პარტია შეიცვალა და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა. სიის მეექვსე ნომერი ვლადიმერ მგალობლიშვილია, რომელიც 2012 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მეშვიდე ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი დავით ბაციკაძეა. მერვე ნომრად აჭარის რადიოს თანამშრომელი ნინო ჩხეტია დასახელდა, მეცხრე – გიორგი მანველიძეა, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან აჭარის რეგიონის კურატორია, მეათე ნომრი კი ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძეა.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაარჩევნები 2016 – პოლიტიკური პარტიების სიები