“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირას გამართავს

“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

“კონსულტაციები გვექნება როგორც პოლიტსაბჭოს ფორმატში, ასევე უმრავლესობის ფორმატში. სავარაუდოდ, ეს იქნება ივლისის ბოლო კვირა. იქ უკვე, ალბათ, გაცხადდება ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით”,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, კობახიძის თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდში “არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში მოგება”.

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ პარლამენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გუნდში დეტალური მსჯელობაა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და უნდა დაველოდოთ კონსულტაციებს.

“ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია ჯერ იმასთან დაკავშირებით, როგორ წარვსდგებით საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი კონკრეტულ კანდიდატებზე”,- დასძინა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი – გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ძალიან თეორიულია