„ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსს არგებს ერთ ადამიანზე, ამ შემთხვევაში კვირიკაშვილზე,“

ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსს არგებს ერთ ადამიანზე, ამ შემთხვევაში კვირიკაშვილზე,“ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

აკაკი მინაშვილის თქმით, პრემიერიმინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მართული.

„რატომ აქვთ ესეთი მოლოდინები მის უნარჩვევებთან დაკავშირებით, ეს ძალიან გასაკვირია, იმიტომ, რომ გავიდა თვეები, მას შემდეგ რაც ის გახდა საქართველოს პრემიერმინისტრი, არავითარი წინსვლა პოლიტიკური ცხოვრებაში, არც ეკონომიკურად, არც დემოკრატიული მიმართულებით არ ხდება. მთავარი ფაქტორი, ბუნებრივია აქ არის, კვირიკაშვილი არის პირდაპირ მართული ბიძინა ივანიშვილის მიერ,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარტია აცხადებს, რომ სიას უხელმძღვანელებს გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა პრემიერმინისტრს, პოსტის დაუტოვებლად სიის სათავეში ჩადგომის საშუალება ექნება მხოლოდ მას შედმეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებს.

 

banner
წინა სტატიაში„იმ ბრძენი კაცის“ პოლიტიკური ინტრიგა
შემდეგი სტატია“ეს გავს სააკაშვილისდროინდელ ბოლო პერიოდს, როდესაც კონსტიტუციის მორგება მიდიოდა ერთი პიროვნების ირგვლივ”