„იმ ბრძენი კაცის“ პოლიტიკური ინტრიგა

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებსდაშლა-არმოშლა „ოცნებურად“

 

საქართველოში „დაშლა-არმოშლის“ სადღეგრძელო ისეთი აქტუალური და თემატური არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს არის. ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ ვერტიკალს სადღეგრძელოების მსგავსი დანაპირების მიცემა უყვარს. ასე იყო, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, როცა „ოცნება“ მშიერ ხალხს უფასო ფულს, თავისუფლად სუნთქვას და სხვა წვრილ თუ მსხვილ სიკეთეებს პირდებოდა, მაგრამ როგორც ახლა იკვეთება, არც უფასო ფულია და არც – თავისუფლად სუნთქვა. სამაგიეროდ, სახეზე გვაქვს მორბენალ-მოსეირნე ხეები, თუმცა ხეები იქით იყოს და, ამ დიდი გაუგებრობითა და ბაკხანალიით „ნაცები“ სარგებლობენ და ისე გვპირდებიან, ხელისუფლებაში ჩვენ რომ მოვალთ, ყველაფერი კარგად იქნებაო, გეგონება, ბრმა-ყრუები ვიყოთ, ანდა ამნეზია დაგვმართოდეს და არ გვახსოვდეს, რომ ქვეყანას 9 წელი სწორედ „ნაცები“ მართავდნენ.

 

„ნაცებმა“ თავიანთი მკვდარი იტირონ, „ოცნებისტებმა“ – თავიანთი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე გამოდის, რომ ორივე მკვდარი ჩვენ გვყვავს სატირალი, თორემ იგივე „ფორუმელ“ გუბაზ სანიკიძეს სადარდებელი რა აქვს? – 2012 წლის არჩევნების წინ, როგორც მაშინ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერიც მოვისმინეთ, მილიონი დოლარი იშოვა თუ მილიონი დოლარის შოვნა უნდოდა. შემდეგ, დეპუტატი გახდა, პარლამენტში მშვენივრად ეძინა და ახლა, „ოცნებას“ სულ „ქოში უკუღმა მიაყარა“. ზოგადად, „ფორუმი“ კოალიციას რომ დატოვებდა, ამაში ახალი და გასაკვირი არავისთვის არაფერი ყოფილა, მაგრამ ასე, ერთმანეთის მიყოლებით რატომ გადაწყვიტეს „რესპებმა“ და „ფორუმელებმა“ კოალიციიდან გასვლა, რა, გემი მართლა იძირება თუ საქმე მორიგ პიარ-სვლასთან გვაქვს?

 

ეს კითხვა „თაიმერმა“ რამდენიმე ანალიტიკოსს დაუსვა. მართალია, მათ, ალბათ, გარკვეული კონიუქტურის გათვალისიწნებით, ღიად საუბრისგან თავი შეიკავეს, მაგრამ პრივატული დიალოგის დროს აღნიშნეს, რომ სავსებით დასაშვებია, ეს ყველაფერი იმ „ბრძენი კაცის“ მორიგი პოლიტიკური ინტრიგა იყოს.

 

„თუ გახსოვთ, თავის დროზე, როცა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ასეთი რამ თქვა, რომ ადრე თუ გვიან, ოპოზიცია თავად კოალიციაში შეიქმნებოდა. ახლა, თუ მოვლენებს ზედაპირულად კი არა, უფრო სკურპუოზულად დავაკვრდებით, მივხვდებით, რომ საქმე სწორედ აქეთკენ მიდის. ყოველ შემთხვევისთვის, პირადად მე, ასეთი განცდა მეუფლება. დავუშვათ, „რესპები“ თოოფაძისა და მეჭიაურისთვის მიუღებლები არიან, მაგრამ ეს ორი ბატონი იმხელა გავლენის და გაქანების არ არის, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ მათთვის ანგარიში გაეწია, ან შეშინებოდა და ეფიქრა, ვაიმე,თოფაძე-მეჭიაურნმა არაფერი დაგვმართოს და ჯობია, არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეთო. ისე, ალბათ, გახსოვთ, თქვენთან საუბრის დროს ადრე გამოვთქვი ვარაუდი, რომ თოფაძისა და იგივე მეჭიაურის აქტიურობა შესაძლებელი იყო, ივანიშვილისგან წამოსულიყო . ზოგადად, არსებობს ასეთი თეორია, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ყოველთვის არსებობს გარკვეული კავშირი, – ამბობს ჩვენი  წყარო და მსჯელობას განაგრძობს, – ამ თეორიის მიხედვით თუ ვიხელმძღვანელებთ, საჭირო იყო გამაღიზიანებელი, რაც „რესპებს“ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდა, რაც მიიღეს. აბა, ცა მოწმენდილზე ხომ არ გამოვიდოდნენ და არ იტყოდნენ, კოალიციაში აღარ გვინდაო? ერთი სიტყვით, მაინც მგონია, რომ კოალიციის დაშლა დაწერილი სცენარით ხდება და ამ სცენარში „ფორუმიც“ ჯდება,“ – გამოთქვამს თავის დასაბუთებულ მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

 

ჩვენი მეორე რესპოდენტი კი თავდაცვის მინისტრობიდან თინა ხიდაშელის შესაძლო მოხსნას და ამ პოსტზე ირაკლი სესიაშვილის დანიშვნას ეხმაურება და ისიც გარკვეუწილად „შეთქმულების თეორიას“ გვთავაზობს:

 

„მართალია, პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პრემიერს შეუძლია, საარჩევნო სიაში იყოს და, ამავდროულად, თანამდებობა შეინარჩუნოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მთავრობა ძალიან მალე, ამ გაზაფხულზევე შეიცვლება და სწორედ ამას ემსახურება ხიდაშელის მოხსნა-არმოხსნის თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი. როგორც ითქვა, თანამდბეობას, თინასთან ერთად, კიდევ რამდენიმე მინისტრი დატოვებს. შესაბამისად, სავსებით ლოგიკური იქნება, რომ მთავრობას პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება დასჭიირდეს, მაგრამ როგორც მიშა იტყოდა, ნურას უკაცრავად – „ოცნება“ საკანონმდებლო ორგანოში ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს და ესეც, ალბათ, სცენარის შემადგენელი ნაწილია. ერთხელ ჩავარდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თემა, მეორედ ჩავარდება, მესამედ და ბოლოს, საქმე, ალბათ, იქამდე მივა, რომ პრეზიდენტი აიღებს მმართველობას ხელში. ჰოდა, ამას რა პროცესებიც მოჰყვება, აღარ გავაგრძელებ და შეგიძლიათ, უჩემოდაც მიხვდეთ.“

 

„თაიმერი“ ჩვენს წყაროს ჩაეკითხა, მაინც, რა მოჰყვება და გამოიკვეთა ერთი ვერსია, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების დროს, შეიძლება, არჩევები შემოდგომაზე არ ჩატარდეს და მისმა თარიღმა გადაიწიოს.

 

„ესეც, ალბათ, გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესშია,“ – ამბობენ „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყაროები და მათი ყველა მინიშნება იმაზე კეთდება, რომ მთელი ამ „ოცნებური აჯაბსანდალის“ თავი და თავი ის „ბრძენი კაცია“, თუმცა იმის თქმა, თუ რატომ სჭირდება ეს ყველაფერი იმ „ბრძენ კაცს“, არავის შეუძლია.

 

banner
წინა სტატიაშიყარაბაღის კონფლიქტი – თინა ხიდაშელი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსს არგებს ერთ ადამიანზე, ამ შემთხვევაში კვირიკაშვილზე,“