ქართული ოცნება” ”ნაცმოძრაობის” სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” წყალტუბოსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ”ნაციონალური მოძრაობის ოფისების წინ პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

”ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელსა და სოფელ წყალტუბოში მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციები შესაძლოა მიზანმიმართულად მომავალშიც განხორციელდეს. ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყონებლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება.

აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ კატეგორიულად მიუღებელია. მივმართავთ თხოვნით შესაბამის ორგანოებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმსახიობი ენტონი ჰოპკინსი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაპროტესო აქცია ივანიშვილის სახლთან იმართება