პოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდან მქონდა – ხოშტარია

ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ინფორმაცია ვლადიმერ პოზნერის ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ მასპინძელთა წრიდან ჰქონდა.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, მისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე. მოძრაობა დროას ლიდერი ამბობს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ვერ შეძლო სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

„კობახიძეზე დროის დახარჯვას არ ვაპირებ, მთავარია, სახელმწიფო როგორ იქცევა. ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა მას. ჩემი მიზანი არ ყოფილა იმ ადამიანების გაშავება და დამუნათება, ვინც მასპინძლობდა. ეს არაა ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს. პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მივმართე არგუმენტებით, რომ პრობლემა იქნება ამ კაცის შემოშვება. კონტექსტი იყო ნათელი – დაბადების დღის გადასახდელად, მთელი თვითმფრინავით რომ ჩამოდიხარ, სასტუმროს ნომერში დაჯდომას არ აპირებ. მივმართეთ, არ შემოუშვათ, კანონიც მივუთითეთ, ჰქონდათ საშუალება, არ შემოეშვათ. როცა მთავრობა არ იცავს სახელმწიფო ინტერესებს, მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ”, – ამბობს ხოშტარია “ფორმულას” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიკომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – გამყრელიძე
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ლუსტრაციის კანონზე მუშაობას დაიწყებს