“„ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმაზე”

region
ავტ.: region დეკემბერი 9, 2020 16:10

“„ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმაზე”

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეგობარი ელჩების ფასილიტაციით მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება და „ქართული ოცნება“ ამ პროცესის წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად ყველაფერს გააკეთებს.

მისივე თქმით, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარვუდგინეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

region
ავტ.: region დეკემბერი 9, 2020 16:10