“ქართული ოცნება” იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა”… | მიხეილ სააკაშვილის განცხადება

“ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება”, – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში გუშინ, 27 ოქტომბერს გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ “ქართული ოცნება” ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა”…

გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან ვიხილეთ, ნათლად დამანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე. მათი აზრით, „ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“თუ შეხვედრის უფლება არ მომეცემა, სტრასბურგს მივმართავ” – მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი
შემდეგი სტატია“ნახეთ როგორ ჩაიკეტა გალის ოკუპაციის ხაზი… ყველამ იცის, რომ გალის 100% ხმას ჩვენ გვაძლევს” | მიხეილ სააკაშვილი