“ქართული ოცნება” და გაზი

გრაზერბაიჯანის საექსპორტო საბჭოს Baku Network-ის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის დოქტორი ელხან ალესკეროვი საქართველოში გაზთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე აზერბაიჯანულ მედიაში წერილს აქვეყნებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ აღმოაჩინა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს,აზერბაიჯანს, არ შეუძლია დიდი მოცულობის გაზის მიწოდება, რადგანაც გაზსადენი მილები ამის საშუალებას ტექნიკურად არ იძლევა. კალაძის ეს განცხადება მოყვა მის სხვა ბუნდოვან გამონათქვამებს აზებაიჯანიდან ენერგეტიკული მიწოდებების “არასაკმარისად ხელსაყრელ” პირობებზე, საქართველოსთვის გაზის არასაკმარის მოცულობებზე და ა.შ.
მაშინათვე იბადება შეკითხვა: თუკი სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან სერიოზული ტექნიკური პრობლემები არსებობს, რატომ არ იყო ამაზე საუბარი უახლოეს წარსულში, როცა ქართული მხარის ინიციატივით ბაქოსგან ჩუმად კალაძე “გაზპრომის” ხელმძღვანელთან ბრიუსლეში მოლაპარაკებებს მართავდა?
გვერდზე რომ გადავდოთ ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა მიზეზები, ქართველი მინისტრის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებიდან, ერთ სახასიათოს შევნიშნავთ, კერძოდ კი: ისინი ბაქოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად მაინც ისმის და გარდა ამისა, მასში ეჭვის ნოტები ჟღერს, ევროპაში აზერბაიჯანის გაზის პოლიტიკის რეალიზაციის პერსპექტივებზე, რომელშიც თვითონ საქართველოც დაინტერესებულია. და ეს მაშინ, როცა საქართველო შეუწყვეტლად იღებს აზერბაიჯანიდან გაზს შეღავათიან ფასად – კუბომეტრს 55 დოლარად, “სოკარი” კი ანხორციელებს ერთობლივ გაზიფიცირებას და 2017 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 82%-ის დაკმაყოფილებას აპირებს. განახორციელებს კი “გაზპრომი” იგივე სამუშაოს? პასუხი ცხადზე მეტია…
მინისტრის ქაოტურ განცხადებებს და ბრიუსელში დაწყებულ მოლაპარაკებებს, ზოგიერთი განიხილავს როგორც გაზის ბაზარზე კონკურენციის შექმნის მცდელობას, რომ SOCAR-ი აიძულონ საქართველოში მიწოდებულ გაზზე ფასი დასწიოს. მაგრამ ასევე არსებობს სხვა აზრიც იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის “გაზპრომთან” ვაჭრობა ერთ-ერთ პოლიტიკურ თამაშთაგანია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო და რომელიც მიხეილ სააკაშვილის მართვის პერიოდში შეწყდა.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლოს ქართველებმა 2012 წელს აირჩიეს პარლამენტი, სადაც არჩევნებში მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია “ქართუოლმა ოცნებამ” გაიმარჯვა. 2016 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლაში კიდევ ერთხელ შეხვდება ერთმანეთს აშშ-ს და რუსეთის ინტერესების გამტარებლების ორი ძლიერი ძალა. ბრძოლა სახუმარო არ იქნება, “გაზპრომის” პოზიციის გამაგრება კი, ჩვენი მოკავშირის გეოპოლიტიკური როლის სამომავლო განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
“ქართული ოცნების” მმართველებს სირთულეები ელით. მოსახლეობაშიც ხელისუფლებასთან მიმართებაში უკმაყოფილება იზრდება. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი პოსტიდან წასულია, ის “კულისებიდან” განაგრძობს საქართველოს მართვას. ცხადია, რომ ის ოფიციალურად დაბრუნდება პოლიტიკაში, რომ არ დაუშვას ანტი-რუსული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკაში დაბრუნება. მიმდინარე მომენტში ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” ხელმძღვანელობს, რომელსაც ოპოზიცია ანტიდასავლური მედიისა და არასამთავრობოების დაფინანსებაში ადანაშაულებს. რუსი ოლიგარქი ასევე აკონტროლებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პარტნიორულ ფონდს, რომელიც “გაზპრომის” ყველაზე მსხვილი აქციონერია. ყველაზე მსხვილი რუსული ლობის ინტერესებიდან გამომდინარე, ივანიშვილი მინისტრ კალაძის მეშვეობით რუსული გაზის საქართველოში შემოტანას ინიცირებს. შესაძლოა, ეს ინიციატივა რუსული გაზის თურქეთიდან ევროპის მომარაგების კონტექსტშია განსახილველი. მოსკოვი პოლიტიკურად ივანიშვილს უჭერს მხარს, რომ მან გაიმაგროს ძალაუფლება და თბილისში კრემლის მოძულე სააკაშვილი არ დაბრუნდეს.
კალაძის ბოლო ურთიერთგამომრიცხავი განცხადება აზერბაიჯანული გაზის “დეფიციტთან” დაკავშირებით და მილების გამტარიანობის შესაძლებლობებზე, გაჟღერებულ იქნა ობივატელისთვის და იმისათვის, რომ პროექტის ავტორებმა ნამდვილი მიზნები დამალონ. ამ მსჯელობებს სხვა გონიერი ახსნა არა აქვს, რადგანაც, სინამდვილეში, გაზის მოთხოვნა საქართველოსა და სომხეთში არ გაზრდილა, თან ფულიც მის საყიდლად არ არის. ბოლო არჩევნებზე ივანიშვილმა ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, რომელიც რუსული აქტივების ნაწილის გაყიდვით მიიღო, მაგრამ ახლა კრიზისი ბობოქრობს. 2016 წლის არჩევნებზე გასამარჯვებლად “ქართულ ოცნებას” ისევ სჭირედბა ფული და ამ ოცნების განსახორციელებლად მას გაზის იმედი აქვს.

banner
წინა სტატიაშიავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა შეიცვალოს
შემდეგი სტატიაპუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა