“ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოიგებს”

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოიგებს.

ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

“ჩვენი ამოცანაა, არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ არც ერთი კითხვა არ იყოს მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ჩვენ, როგორც ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კორცხელის ინციდენტი არა ერთხელ იყო დაგმობილი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გუნდი მოიგებს ამ არჩევნებს – შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას არჩვენების შემდეგ”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაუშვიცის 94 წლის დაცვას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატია„ექიმები საზღვრებს გარეშე“ მიგრანტების გამო გრანტზე უარს ამბობს