აუშვიცის 94 წლის დაცვას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აუშვიცის 94 წლის დაცვას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

2გერმანიის სასამართლომ, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის წევრს, 94 წლის მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა 170 ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის.
სასამართლომ დაადგინა, რომ 94 წლის რაინჰოლდ ჰანინგმა იცოდა იმის შესახებ, რომ გაზის კამერებში ყოველდღიურად ხოცავდნენ ხალხს. ბრალდების მხარეს ცნობით, ჰანინგი, რომელიც აუშვიცში 1942-1944 წლებში მუშაობდა, პატიმრებს ანაწილებდა და წყვეტდა რომელ მათგანს გააგზავნიდნენ იძულებით სამუშაოზე და რომელს გაზის კამერაში.
ჰანინგის დაცვა ამტკიცებდა, რომ მას პირადად არ მოუკლავს არავინ.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ჰანინგის პროცესი, შესაძლებელია ერთ-ერთი ბოლოთაგანი იყოს აღნიშნულ თემაზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 94 წლის ოსკარ გრენინგს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “ოსვენცემის ბუღალტერი”, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მისუაჯეს 300 ათასი ადამიანის მკვლელობისათვის.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ლადო ბედუკაძე: ქვეყანაში მზადდება სახელმწიფო გადატრიალება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოიგებს”