“დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით”-ვასაძე ივანიშვილს მიმართავს

“მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა, ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ ვის მხარეზე ხართ…თუ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით. ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ. წამოიყვანე შენი მინისტრებიც და დაგვანახეთ, რომ არ უგულებელყოფთ ქართველი ხალხის აღშფოთებას ამ ფილმით და არ ემსახურებით რაღაც სატანისტურ ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც გვანადგურებს ჩვენ. ”-მიმართავს ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს

ვასაძე ვერის ბაღში მივიდა, სადაც ძალადობრივი ჯგუფები იკრიბებიან და ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს, ფილმის ნახვა და ვის არა
შემდეგი სტატია„ქართული მარშის“ წევრებმა ფილარმონიასთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს