ქართული 50-ლარიანი „კუპიურების ოსკარზეა“ წარდგენილი

ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოებამ (IBNS), რომელიც 1961 წელს დაარსდა, 2016 წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსი გამოაცხადა. წარდგენილ კუპიურებს შორის, ქართული 50-ლარიანიც მოხვდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ქართული 50-ლარიანი კუპიურა შუა საუკუნეების ხატწერითაა მოხატული, რის გამოც, იგი „კუპიურების ოსკარზეა“ წარდგენილი.

რაც შეეხება კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს, ქართულ ლართან ერთად, კონკურსში ასევე, წარდგენილია შვეიცარული 50 ფრანკის კუპიურა, ავსტრალიური 5-დოლარიანი კუპიურა, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი კუპიურა, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა და მალდივის კუნძულების 1 000 რუპიას კუპიურა.

50-ლარიანი კუპიურის აღწერაში ნათქვამია, რომ მასზე თამარ მეფეა გამოსახული, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა. ეს პერიოდი კი, ცნობილია როგორც „საქართველოს ოქროს ხანა“.

აღწერის თანახმად, კუპიურას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები.

1600x-1

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი შეხვედრებს მართავს აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში
შემდეგი სტატიალევან მურუსიძის თქმით, ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან და მათ შეხვედრას “რუსთავი 2”-თან კავშირი არ აქვს