,,ქართულ ოცნებას“ არ ევასება მარგველაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, გიორგი მარგვლაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს ყველამ პატივი უნდა სცეს. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება:

,,წარმოიდგინეთ გავიღვიძეთ ერთ დღეს და პრემიერ-მინისტრი არის მარგველაშვილი და პრეზიდენტი კვრიკაშვილი. ჩვენ ისევ პარლამენტი ვართ. რა მოხდება ამ დროს?. დარწმუნებული ვარ უმრავლესობა დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებები კიდევ უნდა გაიზარდოს, ვინაიდან კვრიკაშვილია პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტი კარგია და კონსტიტუციურია. ეს საუბრები იქნება უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის დარბაზში. ამ შემთხვევაში ჩანს პიროვნული დაპირისპირება. არ მალავს ,,ქართული ოცნება“ რომ მისთვის მიუღებელია მარგველაშვილი. მე არ ამირჩევია მარგველაშილი. ის იყო ,,ქართული ოცნების“ კანდიდატურა. ძალიან უხერხულია, როდესაც მიდის პიროვნული დაპირისპირება და შესაბამისად, ეს ვრცელდება იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება. პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა ვცეთ პატივი. ძალიან ცუდია, როცა მიდის დაკნინება პრეზიდენტის სტატუსის, მისი თანამდებობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, როგორც ინსტიტუციის და ეს ტენდენცია მიზანმიმართულია იმის გამო, რომ ,,ქართულ ოცნებას“ არ ევასება მარგველაშვილი. მარგველაშვილი ჩვენ ,,ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა. მე მისთვის მხარი არ დამიჭერია და დღეს ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მარგველაშვილის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს“. განაცხადა ირმა ინაშვილმა

banner
წინა სტატიაშიvideo კიევის ცენტრში ყოფილი რუსი პარლამენტარი მოკლეს
შემდეგი სტატიაინდოეთში უცნაური ბავშვი დაიბადა, როემლიც ღმერთ ხანუმანის რეინკარნაცია გონიათ