video კიევის ცენტრში ყოფილი რუსი პარლამენტარი მოკლეს

დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი სასტუმრო “პრემიერ პალასთან” გახსნეს, სადაც ბიზნესმენთა ჯგუფი იდგა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა.

მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ის სათათბიროს ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვია.

სამართალდაცველების განცხადებით, მკვლელმა მინიმუმ ორჯერ გაისროლა, აქედან ერთი ტყვია კი ვორონენკოსთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. სამართალმდაცველები ვარაუდობენ, რომ მას შეიძლება თანამზრახველებიც ჰყავდეს. კიევის პოლიციის სამმართველოს უფროსი იური ლუშენკო მკვლელობის შეკვეთის ვერსიაზეც ლაპარაკობს.

ყოფილი დეპუტატი ოჯახთან ერთად უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და შარშან მოქალაქეობაც მიიღო. რუსეთის დატოვების მიზეზად კი იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებდა.

 

https://youtu.be/ldbBuefzmug

 

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს
შემდეგი სტატია,,ქართულ ოცნებას“ არ ევასება მარგველაშვილი