ქართულ მედიაში ჩემი წერილის ინტერპრეტაცია მოხდა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მის განცხადებასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ბუკიკიო იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო რომ მედიამ მისი განცხადების ინტერპრეტაცია მოახდინა:
„მე წავიკითხე, რომ ქართულ მედიაში ჩემი წერილის ინტერპრეტაცია მოხდა, იმგვარად თითქოს ეს იყო უარი ქართული ოპოზიციისთვის, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ჩვენ ზოგადად არავის მხარდამჭერები არ ვართ, არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის. ჩვენ მომხრე ვართ რომ საქართველოს ქონდეს კარგი კონსტიტუცია, ამიტომ ვურჩევ ოპოზიციას და უმრავლესობას დაიწყონ დიალოგი კონსტიტუციის თაობაზე ფართო კონსენსუსის მისაღწევად. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და შეეცადონ კომპრომისის გზით შეეცადონ შეთანხმდნენ გადაწყვეტილებაზე. ეს საქართველოს შიდა საკითხია, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და გამოვთქვით მოსაზრება კონსტიტუციაზე, რომელიც ზოგადად კარგია, მაგრამ პრობლემურია ის ნაწილი, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება“- განაცხადა ჯანი ბუკიკიომ ტელეიმედთან სატელეფონო საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიჯანი ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი
შემდეგი სტატია15000 ოჯახის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას