,,ქარიზმატული პრეზიდენტი საჭირო არ არის”- ირაკლი კობახიძე განმარტებებს აკეთებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, მას არ უთქვამს , რომ ქარიზმატული პრეზიდენტი საჭირო არ არის.

“ეს კომენტარები არის წარმოუდგენელი. მსგავსი არაფერი თქმულა დღეს კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ორგანიზებით. საუბარი იყო პრეზიდენტის პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე. გაისმა სხვადასხვა არგუმენტი, რამდენიმე სპიკერი იყო, რომელმაც თავისი არგუმენტები წარმოადგინა. რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, მსგავსი არაფერი თქმულა დღევანდელ ღონისძიებაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, კონფერენციის – “საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” მსვლელობისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი აკადემიური ფიგურა უნდა იყოს და არა ქარიზმატული, და პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს კულუარებში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: „გივი თარგამაძემ პროკურორს სააკაშვილზე, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპრომატების გადაცემა შესთავაზა!
შემდეგი სტატიაზალკანიანი: რეპატრიაციის ვალდებულებას ვასრულებთ