ზალკანიანი: რეპატრიაციის ვალდებულებას ვასრულებთ

საქართველო პირნათლად ასრულებს ევროსაბჭოში ნაკისრ რეპატრიაციის ვალდებულებას – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკანიანის თქმით, ევროპელმა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს თურქი მესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები.

“შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებას სრულად უახლოეს მომავალში შეასრულებს”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თურქი მესხები შუა აზიაში 1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს გადაასახლეს.

banner
წინა სტატიაში,,ქარიზმატული პრეზიდენტი საჭირო არ არის”- ირაკლი კობახიძე განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატია“დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება“- კობახიძის პასუხი120 ორგანიზაციას