ქალზე ძალადობის ბრალდებით კომპანია” იქს 2” – ის დირექტორი დააკავეს (ვიდეო)

ქალზე ძალადობის ბრალდებით კომპანია” იქს 2” – ის დირექტორი, ვალერიან კირკიტაძე, დააკავეს. გუშინ, 8 აპრილს მოქალაქე სოფია მეფარიშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე მას ფიზიკურად უსწორდება.

ქალს, რომელსაც ვალერიან კირკიტაძე ფიზიკურად გაუსწორდა, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. სოფია მეფარიშვილი ამბობს, რომ მას თავის სერიოზული ტრავმა აღენიშნება.

ვალერიან კირკიტაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მეფარიშვილი დედასთან ერთად შარტავას ქუჩზე, კომპანია „იქს ორის“ აშენებულ კორპუსში, ლიფტში იმყოფებოდა, რა დროსაც ის მაღალი სართულიდან მოწყდა და მესამე სართულზე გაჩერდა. მათი გამოყვანა კი სამაშველო სამსახურებმა შეძლო.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი, რომელსაც თბილისში 5 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია“წალენჯიხაში დამთავრდა რუსეთი” – “რუსული კანონის” დარეკლამების მცდელობა 9 აპრილს და წალენჯიხის პასუხი