რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში ძლიერი ჭექა-ქუხილის და ძლიერი წვიმის გამო ასეულობით ადამიანი ვერ ახერხებს სახლებში მისვლას, თავს აფარებენ მაღაზიებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებს. გამორთულია ელექტროენერგია ქალაქის ნაწილში. წყლის დონე ზოგან მსუბუქი მანქანების სიმაღლეზე მეტია, ათეულობით მანქანა წყალმა წაიღო. დადასტურდა ინფორმაცია ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის შესახებ, მოწმდება ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის ფაქტი. ქალაქში საგანგები ვითარება გამოცხადდა. ამ წუთებში ქარიშხალი მძვინვარებს.