თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს

საქართველოს დედაქალაქი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს.

ევროპის უსაფღთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარალმენტო ფორუმი 1 -5 ივლისს იმართება.

საქართველო მსგავს ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი თემაა „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“, თბილისში იმყოფება 700-ზე მეტი სტუმარი ეუთო-ს წევრი 57 ქვეყნიდან.

ეუთო-ს საგაზაფხულო სესიის გახსნაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერიც მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარალმენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები არიან ჩამოსული.

banner
წინა სტატიაშიქალაქი როსტოვი შველას ითხოვს-რა ხდება ამ წუთებში როსტოვში
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო