უკრაინული ინტერნეტ გამოცემა “აპოსტროფი” “ბუტოვკის” მაღაროს მეომართან, ქართველ ანდრო სხულუხიასთან ინტერვიუს აქვეყნებს

უკრაინული ინტერნეტ გამოცემა

უკრაინული ინტერნეტ გამოცეაპოსტროფი” “ბუტოვკმაღაროს მეომართან, ქართველ ანდრ ულუხიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. “ბუტოვკარამდენიმე დღის წინ მოექცა ყურადღების ცენტრში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. გთავაზობთ ინტერვიუს, ანდრო სხულუხიასთან, რომელიც საუბრობს საბრძოლო გამოცდილებაზე

 

98

ნდრო ულუხიაქართველი, წარმოშობით სოხუმიდანმეუღლე იუდმილაკიეველია. უკრაინაში დაიბადა მისი ორივე ქალიშვილი. ოჯახი ცხოვრობდა  იევშიც და სოხუმში, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე შეეჯახნენ რუსულ აგრესიას. 1992 . საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთი. ალექსანდრეს თქმით, მისი შვილები ამ დროს 3 და 4 წლის იყვნენ. ისინი ხედავდნენ თუ როგორ ისროდნენ ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, როგორ „დაფრინავდნენ“ ქალაქის თავზე ჭურვები. სწორედ მაშინ ბავშვები უკრაინაში გაუშვეს. 2000 . ულუხიამ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ 2014 წელს ის საკუთარ სამშობლოს იარაღით ხელში დაიცავდა.

 

რატომ გადაწყვიტეთ მოხალისედ წასვლა?

– აქ პუტინი რომ შემოვიდა, მე უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ რუსები წინ წაიწევდნენ. გერმანელები, კულტურული ერია. რასაც ისინი აკეთებდნენ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეეძლოთ რუსებს გაეკეთებინათ. სერიოზულად გეუბნებით, ვიცი. შეეკითხეთ იმათ, ვინც სამხრეთ ოსეთი ან აფხაზეთი დატოვა, თუ რას სჩადიოდნენ  რუსი სამხედროები. შედიოდნენ სახლებში, ძველი თეთრეულიც მიჰქონდათ და ნახმარი ქვაბიც… არ ვიცი სად შეიკრიბნენ ასეთი ტყიურები. ეს საშინელებაა, მონღოლების შემოსევას ჰგავს.

თქვენ სამხედრო გამოცდილება უკვე გქონდათ სოხუმში მომხდარი კონფლიქტიდან გამომდინარე?

– არანაირი გამოცდილება არ მქონია. მე მშვიდობიანი პროფესია მაქვს – ხიდების მშენებელი ვარ.

ანუ აფეთქება კი არ იცოდით, არამედ შენება, არა?

– დიახ. მე, უბრალოდ, ვიცოდი თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ისინი აქ შემოვიდოდნენ. მე ჩემს სახლში მაქვს ნანახი რუსების ქმედებები: ძარცვა, მკვლელობა, გაუპატიურება. შემდეგ ეს ყველაფერი პუტინის დროს 2008 წელს განმეორდა. მე არ მინდა ეს ჭირი კიევში მოვიდეს, ამიტომ წავედი სამხედრო კომისარიატში, თუმცა თავდაპირველად არ წამიყვანეს.

რატომ არ წაგიყვანეს?

– ასაკის გამო. მაშინ 53 წლის ვიყავი. მოგვიანებით, როცა  პოროშენკომ გასაწვევი ასაკი გაზარდა, მოვხვდი მობილიზაციის  მესამე ტალღაში..

–  მეუღლე, ქალიშვილები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს, არ გაკავებდნენ?

– არა, პირიქით. ცოლის ძმა ადრე გენშტაბში მუშაობდა და მეუღლემ სწორედ მას სთხოვა დახმარება. ეუბნებოდა: “ის მაინც წავა და მინდა, რომ ოფიციალურად მოხდეს ეს ყველაფერიო”. 2014 წლის 29 აგვისტოს, სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ, სამხედრო კომისარიატში გამოვცხადდი. მთავარ ექიმთანაც მივედი. ვთხოვე არ მიექციათ ყურადღება იმას, რომ მაღალი წნევა მაქვს. მანაც ხელი ჩაიქნია და მითხრა, რომ შესაძლებელია ზურგში მსახური.

 პირდაპირ წინა ხაზზე წაგიყვანეს?

– ჩვენ ავტობუსებში მოგვათავსეს და დესნაში წაგვიყვანეს. უნდა გენახათ თუ როგორ ვმგზავრობდით – რაღაც ძველი “უაზიკებით”. თქვენ წარმოიდგინეთ, “კავზიკიც” კი იყო, საბჭოთა პატარა ავტობუსი, რომელიც გაზ-53-ის ბაზაზეა აწყობილი. დიდი ხანია მსგავსი არ მინახავს, მხოლოდ ბავშვობაში. ჩვენთან სოხუმში იყო ასეთი, მეათე ნომერი… საიდან გამოჩხრიკეს ასეთი: შუშების გარეშე, ფანჯრები ფანერებით აჭედილი. შეაგროვეს ეს ხარახურა და წავედით.  ერთი ღამე სადღაც გავათენეთ. 30 აგვისტოს დილით, 25-ე ბრიგადის მე-11 ბატალიონში მიგვიყვანეს, რომელიც დებალცევოში მდებარეობს. იქ მივიღეთ ფორმები, იარაღი და მაშინათვე ბლოკპოსტზე გაგვიშვეს. ასე რომ,  პირველ სექტემბერს, მე უკვე ვიდექი ბლოკპოსტზე.

ანუ, არანაირი მომზადება?

– ამის დრო არ ყოფილა. ეს ახლა გადიან ბიჭები მომზადებას, მაშინ კი, ადგილზე ვსწავლობდით. მე მოვედი როგორც უბრალო ჯარისკაცი, თუმცა ოფიცერი ვარ, უფროსი ლეიტენანტი. ხარკოვის ინსტიტუტი დავამთავრე, სადაც სამხედრო კათედრა იყო. აქ არ იყო მომზადების დრო. მოგვცეს ავტომატი, გაგვიშვეს პოზიციაზე. სულ ეს იყო. მაშინ არავის სცხელოდა ქაღალდებისთვის. მოვიდა ადამიანი, მისცეს ავტომატი და მორჩა. ეს უკვე შემდეგ დაიწყეს დოკუმენტების  შევსება. თავიდან ხალხი არ იყო და ჩვენთვისაც არ იყო მნიშვნელოვანი რა წოდება გვქონდა. მთავარი იყო აქ არ შემოგვეშვა ჭირი.

გახსოვთ თქვენი პირველი ბრძოლა?

-რა თქმა უნდა. ეს იყო 15 სექტემბერს. საშინელი ბრძოლა იყო, თუმცა, ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო, სოხუმში ხომ გვბომბავდნენ. ასე რომ, მე უფრო გამიადვილდა. ჩვენ არ ვიმსახურებდით იმას, რომ გვესროდნენ და ამის გამო სეპატარიტების მიმართ აგრესიული ვიყავი, სრულ სიმართლეს ვამბობ.

თქვენმა მეგობრებმა, რომლებმაც მანამდე არ იცოდნენ რა იყო ომი, როგორ გადაიტანეს პირველი ბრძოლა?

– ამბობენ, რომ მშიშარა გამოჩნდება არა პირველ, არამედ მეორე ბრძოლაში, რადგან პირველის დროს არავინ არაფერი იცის, ხოლო მეორე ბრძოლი დროს კი ყველა უკვე საქმის კურსშია.

იყვნენ ისეთები, რომლებმაც ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლეს?

– დიახ. ზოგიერთი ყვირილს იწყებდა. საშინელებაა, როცა მძიმე არტილერია გესვრის, შენ კი პატარა ორმოში ზიხარ. ვიღაცა ყვიროდა. ვიღაცა ლოცულობდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა სხვას ამშვიდებდა.

მაშინ არ იყო რაიმე თავდაცვის ხაზი?

– არაფერი. ჩერნუხინოში 2014 წლის შემოდგომაზე მხოლოდ გზა გვქონდა. გზის იქით საფრენი ბილიკი იყო, გვერდით – მინდორი. ყველა საკუთარ სანგარს თხრიდა. რაც უფრო ღრმა არის სანგარი, მით უკეთესია შენთვის, მით მეტი შანსი გაქვს გადარჩე, რადგან, ხომ გითხარით, ყველაფერი დაფრინავდა. პოზიცია არ იყო ღრმა. მაშინ ჩვენსკენ ჭურვი გამოისროლეს. სამ მეტრში დაეცა. მოვასწარით სანგარში თავის ჩაყოფა. ჭურვი საბრძოლო კომპლექტს მოხვდა და ყველა ნივთი და დოკუმენტი განადგურდა. ჩვენ თავზე ჩაფხუტი გვეფარა, გვეცვა ჯავშანჟილეტი. მე სწორედ ჯავშანჟილეტის საყელოზე მომხვდა ნამსხვრევი. გაგვიმართლა: დანაკარგი არ გვქონია, იმათ გარდა, ვინც დაზვერვაზე წავიდა. თუ გახსოვთ, მაშინ დაიღუპა “ბალუ” (მე-11 ბატალიონის მეთაური იგორ ბაგიროვი). ჯგუფი დაზვერვზე წავიდა 30 სექტემბერს. ინტერნეტში არის ვიდეო, სადაც ის უკანასკნელ ინტერვიუს აძლევს. ვიდეოს ჰქვია “ჩერნუხინო. ნაბიჯი ვოროგამდე”. მაშინ ოთხი ადამიანი წავიდა ჩვენგან. ერთი ჩემი უახლესი მეგობარი იყო, “იუსტასი”, ჩვენ ერთი ავტობუსით მოვედით. ის, უფროსი ლეიტენანტი, როგორც რიგითი იბრძოდა. ბიჭები მტრებს გადააწყდნენ. იმ ბრძოლაში ორნი დაიღუპნენ. ერთი  -სროლის დროს, “ბალუმ” თავი აიფეთქა, ორი  კი ტყვედ ჩავარდა.

შემდეგ გაცვალეს ტყვეები?

– “იუტასი”, ჩემი მეგობარი გაიქცა, იანვარი ან დეკემბერი იყო, მეორე გაცვალეს. ის ახლა სახლშია და ყველაფერი კარგად არის.

96

 

 ჩერნუხინოს შეტაკების შემდეგ დანაყოფი გაიყვანეს. ეს იყო 6 ოქტომბერს. ულუხიას თქმით, სულ 45 მებრძოლი იყო, მაგრამ გაიყვანეს 17. იყო ძალიან ბევრი დაჭრილი, ყოველდღე 3-4 მეომარი იღებდა ჭრილობას, ერთხელ კი 6 დაჭრილი წაიყვანეს ანასხლეტი ჭრილობების გამო. მათგან რამდენიმე ადამიანი ჯერაც არ დამდგარა ფეხზე, ზოგი ახლაც მკურნალობას გადის.

მომავალი როტაცია 22 დეკემბერს ჩატარდაბატალიონი გენიესკში გააგზავნეს (ხერსონის მხარე), ყირიმთან ახლოს. ველებში ბლოკპოსტები დადგეს რუსების თავდასხმის მოსაგერიებლად.  2015 წლის დასაწყისისთვის დანაყოფის ნაწილი ოპიტნოეში გადაისროლეს, ნაწილი ვოდიანოეში. მესამე როტაბუტოვკამაღაროსთან მოხვდა. ულუხია ამ დროს ასეულის მეთაურის მოადგილე იყო. მას და მის მეომრებს  მაღაროს პოზიციის დაცვა 100 დღის მანძილზე მოუწიათ.

 

– “ბუტოვკაზეპოზიციების მოწყობა მოგიხდათ?

– ჩვენ ცარიელი ყუთები მოვიტანეთ – იქ ხომ სულ ბეტონია. ამ ყუთებში ჩავყარეთ მიწა, ქვები. თავდაპირველად გვქონდა შესაძლებლობა თავი შეგვეფარებინა, შემდეგ კი, როცა ყოველდღე დაგვიწყეს სროლა მძიმე შეიარაღებიდან, ყველაფერმა დაიწყო ნგრევა. დავიწყეთ სანგრების თხრა. ყველაფერი ხელით.

რამდენი ადამიანი იყო მაღაროს ტერიტორიაზე?

– სადღაც 70. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოხალისეებს მოჰქონდათ ვიდეოკამერები. ორმა მეომარმა ისინი ისე დაამონტაჟა, რომ შეგვეძლო ყველაფრისთვის გვეყურებინა დღედაღამ. პოზიციებს, ფაქტობრივად ყველა მხრიდან ვაკვირდებოდით. სეპარატისტები ამ კამერებს ესროდნენ, კაბელებს გვიჭრიდნენ. ამ შემთხვევქაში ბიჭები ღამით ამონტაჟებდნენ ხელახლა კამერებს. ჩვენთან მოვიდა ვინმე ლეიტენანტი ანდრეი შუბა, მეტსახელად “გველი”, სხვათაშორის, მას ბოგდან ხმელნიცკის ორდენი მიანიჭეს. ის სასწაულებს აკეთებდა: ხედავს რაღაც მოძრაობას, ახორციელებს ერთ გასროლას, შემდეგ ცეცხლის კორექტირებას აკეთებს და ანადგურებს მოწინააღმდეგის სადაზვერვო ჯგუფებს.

დანაკარგი იყო ასეულში?

– ბევრი დაჭრილი გვყავდა. მხოლოდ ერთი, “სიდორი” დაგვეღუპა 24 მარტს. ნაღმზე აფეთქდა. ვერ გადაარჩინეს. ბიჭებს ელაპარაკებოდა დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ უბრალოდ თვალები დახუჭა და მორჩა.

როგორ მოხდა, რომ მუდმივი ცეცხლის მიუხედავად სერიოზული დანაკარგები არ გქონიათ?

– პირველი კამპანიის შემდეგ ისინი უკვე გამოცდილები იყვნენ. სერიოზული სროლების დროს იცოდნენ სად და როგორ უნდა დაეცვათ თავი. აი, იწყება სროლა და ზოგიერთები იწყებენ გაქცევას. ამის გაკეთება არ შეიძლება, თუნდაც გახსნილ ადგილზე იყო. უნდა დაწვე და მიწას გაეკრა. თუ სირბილს დაიწყებ თავშესაფრისკენ, დიდი ალბათობაა, რომ მოგკლან. თუმცა, დაჭრილები ბევრი გვყოლია. ერთი 20 წლის ბიჭი იყო, “გნომს” ვეძახდით, ხელი მოაგლიჯა. ფეხი ძლივს გადაურჩინეს.  მეორე შემთხვევა – 2015 წლის თებერვალში 50 წლის ჯარისკაცი მოვიდა, “პატარას” ვეძახდით. მეორე დღეს უკან გააგზავნეს, ცეცხლში მოყვა, ფეხები და მუხლები დაუზიანდა. ერთი დღე იყო მაღაროში და დღემდე მკურნალობს, ისიც მოხალისე იყო.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში იგორ გიორგაძის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაქალაქი როსტოვი შველას ითხოვს-რა ხდება ამ წუთებში როსტოვში