ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებას ავრცელებს

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში იცვლება სტადიონის მიმდებარედ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ,,თაიმერს” მერიიდან აცნობეს.
დიდუბიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსები: N15, 20, 27, 33, 84 და 86 წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით (დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ).
ხოლო, ცენტრალური უბნებიდან დიდუბისკენ მიმავალი მარშრუტები: N 20 და 33 თამარ მეფის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით. ამ შემთხვევაში, N15, 27, 84 და 86-ის მარშრუტებს ცვლილება არ შეეხება.
ანალოგიური სქემით იმოძრავებენ მიკროავტობუსებიც.

banner
წინა სტატიაში,,პარლამენტში ნამდვილად არ ვართ უსაქმურები, რომ თამარ კორძაიას ჭკუაზე ვიაროთ”
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია – არასდროს ყოფილა – ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”