,,პარლამენტში ნამდვილად არ ვართ უსაქმურები, რომ თამარ კორძაიას ჭკუაზე ვიაროთ”

ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას, რაოდენობას თვითონ დაადგენს, – ასე ეხმიანება დეპუტატი თამაზ მეჭიაური ”რესპუბლიკელ” თამარ კორძაიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ქორწინებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე.

,,ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას. რაოდენობას თვითონ დაადგენს. რაც შეეხება პარლამენტს ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ. ამის ფორმულირება აუცილებელია , რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება”, -განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დეპუტატი თამარ კორძაია ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ”აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტს” უწოდებს. როგორც კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა.

,,დღეს რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა, რადგან აბსოლუტურად არასაჭირო კანონზე მსჯელობა ხდება. მითუმეტეს, რომ არ არის მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც და ტექსტებითაც საუბრობს მოხსნებელი. უბრალოდ მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაში,,EBRD-მა ქართული საწარმოებისთვის, 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა”
შემდეგი სტატიაქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებას ავრცელებს