“ქალაჩუნა გვარამია” – კობახიძის გამონათქვამი მდინარაძემაც გაიმეორა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გამონათქვამი რამდენჯერმე გაიმეორა და მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას “ქალაჩუნა” უწოდა.

“არანაირი ანონიმური ინფორმაცია არ გაქვთ, როგორც კი ამბობთ თქვენ, ანონიმური ინფორმაცია გვაქვს, წყარომ მოგვაწოდაო, იტყუებით, ეს წყარო არის ნიკა გვარამია, ქალაჩუნა ნიკა გვარამია, რომელსაც ეშინია რაღაცები, ამიტომ უწოდა ქალაჩუნა ირაკლი კობახიძემ.

ქალაჩუნა ნიკა გვარამია იგონებს, შემდეგ ნიუსრუმში თქვენს პროდიუსერებს ეუბნება რაღაცებს, შემდეგ ის გეუბნებათ თქვენ, თქვენც სულ ტყუვდებით, ეს თქვენი პრობლემაა” – უთხრა მდინარაძემ მთავარი არხის ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა
შემდეგი სტატია“არჩევნებზე მივდივართ გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით”