პუტინს არ შეუცვლია განზრახვა უკრაინის ომთან დაკავშირებით – შოლცი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორ-ნახევარი თვის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია უკრაინაში ვერცერთ მიზანს, რომელზედაც ომის დასაწყისში საუბრობდა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა რუსეთისგან თავს ძალიან კარგად იცავს.

„ნატო არსად წასულა, მეტიც – აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს წარმომადგენლობა გაზრდილია და ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა მას ფინეთი და შვედეთი შეუერთდება“, – აღნიშნა კანცლერმა.

მისი თქმით, თავად რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.

„რუსულმა ჯარმა საგრძნობი დანაკარგი განიცადა, გაცილებით დიდი, ვიდრე ავღანეთში ათწლიანი საბჭოთა კამპანიის დროს. თანდათან პუტინისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან შეთანხმების მიღწევაა“, – დასძინა ოლაფ შოლცმა.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიაში დააყადაღეს აბრამოვიჩის სახლი, რომლის ფასი 10 მლნ ევროს შეადგენს
შემდეგი სტატიარუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ – ზელენსკი