პორტუგალიაში დააყადაღეს აბრამოვიჩის სახლი, რომლის ფასი 10 მლნ ევროს შეადგენს

პორტუგალიაში დააყადაღეს ცნობილი რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის სახლი, რომლის ფასი 10 მლნ ევროს შეადგენს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გამოცემა Público-ს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიამდე ცოტა ხნით ადრე აბრამოვიჩმა სცადა გაეყიდა სახლი, რომელიც ალგარვის რეგიონში მდებარეობს, მაგრამ პორტუგალიის საბანკო კორპორაციამ მოსალოდნელი გარიგების შესახებ პოლიციას აცნობა და ის მაშინ 25 მარტამდე გადაიდო.

ომის დაწყების შემდეგ კი აბრამოვიჩის, როგორც პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის წინააღმდეგ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სერიოზული სანქციები ამოქმედდა. გაიყინა მისი არქივები, მათ შორის ლონდონის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“. ამის შემდეგ აბრამოვიჩმა კლუბი კონსორციუმს მიჰყიდა, რომელშიც ამერიკელი და შვეიცარიელი ბიზნესმენები შედიან.

აპრილში ჯერსის კუნძულის სასამართლომ აბრამოვიჩის აქტივები გაყინა, რომელთა ფასი 7,3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. აბრამოვიჩი მთელი ქონება 13,9 მლრდ დოლარს შეადგენს. საფრანგეთის ხელისუფლებამ რივიერაზე მისი ვილა დააყადაღა, რომლის ფასი 120 მლნ დოლარს შეადგენს. ამასთანავე აბრამოვიჩმა ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ ორი იახტის გაყვანა მოასწრო, რომლებსაც იგივე ბედი ელოდათ.

banner
წინა სტატიაშიმტერი აზოვსტალზე შეტევას განაგრძობს
შემდეგი სტატიაპუტინს არ შეუცვლია განზრახვა უკრაინის ომთან დაკავშირებით – შოლცი