პუტინმა თურქეთთან დეგრადაციის შემდეგ ურთიერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა

პუტინმა თურქეთთან დეგრადაციის შემდეგ ურთიერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა

eraთურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ურთიერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა. “ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, რომლის შედეგადაც ნოემბერში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზე დავიდა, დეგრადაცია განიცადა” – თქვა პუტინმა.
ამასთანავე, პუტინმა რუსეთში ერდორანის ვიზიტს ორივე ქვეყნის ურთიერთობის აღდგენის სურვილი უწოდა.
შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის შესახებ სატელეფონო ზარმა ის გაახარა.
“რეგიონში, პოლიტიკური კუთხით, ჩვენგან თქვენთან ერთად, ბევრ რამეს ელოდებიან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონში ბევრ პრობლემას მოაგვარებს” – განაცხადა ერდორანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

https://youtu.be/xckgWcE07I4

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი ცესკო-ს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევაზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს
შემდეგი სტატიალუკაშენკო: დროა შეწყდეს განათლების სფეროში რეფორმები და სკოლებს ნორმალური წიგნები დავურიგოთ