უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, კახა გოგოლი დაიღუპა.

კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ადგილზე დაშავდნენ უკრაინელი ჯარისკაცებიც.
კახა გოგოლის ცხედარი ცოტა ხნის წინ კიევში გადაასვენეს. ქართველ გმირს სამშობლოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ზუგდიდის სოფელ კოკიში – 18 წლის ბიჭს დენმა დაარტყა
შემდეგი სტატიაპუტინმა სპეცოპერაციის წამოწყებით ჰუმანიტარული კატასტროფა აღკვეთა – ვოლოდინი