პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლების გეგმა დაამტკიცა

პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლების გეგმა დაამტკიცა

ვლადიმერ პუტინრუსეთის პრეზიდეტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ევროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლების ბრძანებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა ” სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, სახელმწიფო და ტერიტორიული ერთიანობისა და საზღვარგარეთ თანამემამულეთა უფლებების დაცვის შესაძლებლობის დემონსტრირება მოახდინა”, რამაც მისი როლი გაზარდა საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის, სამხედრო კონფლიქტების, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის სფეროში.

რუსეთის გრძელვადიანი პერსპექტივის პრიორიტეტი “მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის სტატუსის გამყარებაა”.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ” მსოფლიო ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე რუსეთის ეკონომიკამ გამოავლინა საკუთარი პოტენციალის გაზრდის და შენარჩუნების შესაძლებლობა”. დოკუმენტში მიღწევებს შორის დასახელებულია რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების აღორძინება და თანამოქალაქეების ჯანმრთელობის გაძლიერება.

დოკუმენტში რუსეთის უსაფრთხოების მთავარ საშიშროებად ეკონომიკის სასაქონლო დამოკიდებულება და დაბალი კონკურენციის უნარია დასახელებული, რომელიც “ფერადი რევოლუციებით” არის ინსპირირებული, ასევე კანონიერი პოლიტიკური რეჟიმების დამხობა, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელებულია. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაძლიერება და სანქციები დასახელებულია მოვლენებად, რომელიც რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე უარყოფითად მოქმედებს.
სტრატეგია ფინანსური სისტემის და რუბლის კურსის გაძლიერებას გულისხმობს. სტრატეგიაში ასეევ ნათქვამია, რომ სოციალ-ეკონომიკურმა კრიზისმა უკრაინა რუსეთის საზღვარზე დიდი ხნით არასტაბილურობის ბუდედ გადააქცია.

დოკუმენტის ტექსტში ხაზგასმულია რუსეთის მოქმედი ხელისუფლების და აშშ-ს ურთიერთობები. თავდაპირველად ამერიკა მოხსენებულია როგორც რუსეთის ოპონენტი-ქვეყანა, რომელმაც “უკრაინის ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას მხარი დაუჭირა” და ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეზობელ ქვეყნებში (ამ შემთხვევაში უკრაინაში-რედ) სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიების ქსელს ქმნის.

მეორეს მხრივ, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს მთელი აბზაცი ეძღვნება, სადაც პოზიტიური ტონით არის შეერთებულ შტატებზე საუბარი და აღნიშნულია ორი ქვეყნის საერთო ინტერესები. ნეგატიური შეფასებები აშშ-ს მისამართით დოკუმენტის დასაწყისშია მოცემული, პარტნიორობისკენ მოწოდება კი, თითქმის ყველაზე ბოლოს.

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრ გოლცი დოკუმენტის შესახებ წერს, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ ახალი წლის დადგომამდე მიღებული დოკუმენტი რუსეთის სტრუქტურების რაიმე სახის პრაქტიკულ დოკუმენტს არ წარმოადგენს, რომელზეც იქნება დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება. “უნდა გავაანალიზოთ, რომ მსგავსი დოკუმენტები რუსეთში წმინდა ბიუროკრატიულ ხასიათს ატარებს” და “ეს სტრატეგია ის არ არის, რასაც რუსი ხელმძღვანელები ფიქრობენ, ეს ის არის, რისი შეტყობინებაც მათ სურთ მსოფლიოსთვის, რომ მსოფლიომ იფიქროს რომ ისინი ასე ფიქრობენ” – წერს პოლიტოლოგი.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში კატარი-უკრაინის გაზის დერეფანის მშენებლობა დაიწყება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: დასცინეს საქართველოს მთავრობას, გაზპრომს და ირანსაც