პუტინმა, ალიევმა და პაშინიანმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას

პუტინმა, ალიევმა და პაშინიანმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას, რითაც სომხეთი ფაქტიურად უთმობს აზერბაიჯანს, ბოლო საომარ პერიოდში მისი სამხედრო კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებს.
პაშინიანის ხელისმოწერამ ამ შეთანხმებაზე, აღაშფოთა მთელი სომხეთი და ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი მის გადაყენებას ითხოვს.
ე.წ. არცახის (ყარაბაღის ავტონომია) პრეზიდენტი არმენ სარკისიანი, აცხადებს, რომ მან პრესიდან შეიტყო აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან პაშინიანის შეთანხმების შესახებ და უკმაყოფილებას გამოთქვამს მისი და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების აზრის გაუთვალისწინებლობის გამო.

პარალელრად, გუშინ ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიამ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი Ми-24 ჩამოაგდო, რომელში მჯდომი 2 რუსი პილოტი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა.

ავტორი : კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთის მხრიდან ფაქტობრივ სამხედრო კაპიტულაციას ნიშნავს