პუტინის პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში – რუსთავში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

“ერთადერთი პატიმარია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არ აძლევენ საშუალებას, რომ სამედიცინო მომსახურება გაეწიოს და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და ბუნებრივია, პუტინის პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში. ბუნებრივია ეს აქციები გაგრძელდება როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე, თბილისში, რეგიონებში, ყველგან იქნება პროტესტი და ნამდვილად არ მივცემთ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მოსვენების საშუალებას”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები იქნება განუსაზღვრელი ვადით იქამდე ვიდრე ხელისუფლება გონივრულ ნაბიჯს არ გადადგამს.

“ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს მარტო პრეზიდენტი კი არა, ეს ქვეყანა პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებისგან. უამრავი ადამიანი ჩამოვა მარტო თბილისიდან კი არა სხვადსხვა რეგიონებიდან. ეს იქნება პერმანენტული პროტესტი და არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ როგორ ექცევა ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს და მიჰყავს იგი სიკვდილის პირას”,- ამბობს ბაჩო დოლიძე ენმ-ის წევრი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში მე-4 დღეა შიმშილობს, არ გამორიცხავს, პროტესტის ფორმა გაამწვავოს