პუტინი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, „სამოქალაქო პლატფორმის“ მმართველობისას ჩვენ დავკარგეთ რვა წელი, როდესაც შეგვეძლო, მოვმზადებულიყავით, – ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
პოლონეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელის თქმით, პოლონეთის ამჟამინდელმა ოპოზიციამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაანადგურა ყველაფერი, რაც სამხედრო ძალას წარმოადგენდა აღმოსავლეთ ფლანგზე, ჯარს პრობლემები შეუქმნა და სურდა, აღმოსავლეთ პოლონეთის მცხოვრებლები პუტინის ჯარისკაცების წყალობაზე დაეტოვებინა.
იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, პოლონეთი ევროკავშირში ყველაზე ძლიერ სახმელეთო ჯარს ქმნის.