ზურაბ აზარაშვილი: „მობილიზებული ეკიპაჟები სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში, მობილიზებულები არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმები. ისინი სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ვერტმფრენის საშუალებით, დიდი სამაშველო სამუშაოები ჩატარდა და სტიქიის ზონიდან, უსაფრთხო ადგილზე, 210 ადამიანია გამოყვანილი.
„არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ისეთი მცირე დაზიანებები, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდათ. სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს კიდევ ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი. ისინი ადგილზე ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევენ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სხვა სამედიცინო დახმარების კუთხით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის ზონიდან კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატიაპუტინი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, „სამოქალაქო პლატფორმის“ მმართველობისას ჩვენ დავკარგეთ რვა წელი, როდესაც შეგვეძლო, მოვმზადებულიყავით