რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავა. ინფორმაციას გამოცემა Reuters 5 სხვადასხვა გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters წერს, რომ პუტინი ჩინეთს მაისის მეორე ნახევარში ესტუმრება, რადგან რუსეთში პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ორმხრივ შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართავს.
ინფორმაცია კრემლს ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია.