„ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის განცხადებამ ზიანი მიაყენა ქვეყანას” – ბადრი ჯაფარიძე

„ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის განცხადებამ დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას,“- ეს განცხადება, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი შეფასებით, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებამ ქვეყანას მიაყენა ზიანი. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციებს არანაირი კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან.

„იმ ტრანზაქციებს, რომელზეც არის საუბარი, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, დავეთანხმოთ სახელმწიფო ინსტიტუტის ამა თუ იმ განცხადებას. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლები დეპუტატებისთვის ბანკის ირგვლივ არსებული ვითარების გასაცნობად დღეს პარლამენტში მივიდნენ, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. სწორედ კობა გვენეტაძის განცხადება გახდა კომიტეტის სხდომის დასრულების მიზეზი.

ოპოზიციისთვის მიუღებელი იყო „ქართული ოცნებისა“ და კობა გვენეტაძის არგუმენტი, რომ კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებები შესაძლოა, ბიზნესსექტორი, „თიბისი ბანკი“ დააზარალოს

banner
წინა სტატიაში„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას” – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიასაპატრიარქო გამოძიებას მიმართავს, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები გასაჯაროვდეს