„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას” – მამუკა ხაზარაძე

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა აქ გამოსვლით და, სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა,“- ასე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე კობა გვენეტაძის განცხადებას, რომელმაც მან პარლამენტში გააკეთა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი, რომ კომიტეტის სხდომაზე “თიბისი” ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებამ შესაძლოა, ბიზნესსექტორი და ბანკი დააზიანოს, სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი კობა გვენეტაძის მოსაზრებას არ დაეთანხმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს საკითხი უკვე აღარ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და „თიბისის“, საკითხი ეხება ქვეყნის რეპუტაციას და მის სტაბილურობას. მისი თქმით, მან და “თიბისი ბანკის” კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ იძულებით დატოვეს ბანკი, თუმცა ღირსებას და სამართალს არ დათმობენ.

„ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო ბიზნესმენები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, აღარ ეხება „თიბისის“. ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას. სამწუხაროა, რომ უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება
შემდეგი სტატია„ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის განცხადებამ ზიანი მიაყენა ქვეყანას” – ბადრი ჯაფარიძე