“ფულის გათეთრების” საქმე – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლოში დაიბარეს

წინასაარჩევნოდ გაცოცხლებული კიდევ ერთი პოლიტიკური სასამართლო პროცესი – თითქმის 18 თვიანი პაუზის შემდეგ, პარტია “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებლები ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ისევ სასამართლოში დაიბარეს. პროცესის გააქტიურება კი დროში ემთხვევა როგორც თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის დაწყებას, ასევე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვაშინგტონში ვიზიტს. პროცესი 2 ივლის უკვე ჩანიშნა საქალაქო სასამართლოში.

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და როგორც კი მე ეს განცხადება გუშინ გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშველობა აქვს, რომ ეს პოლიტიზებული, ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს! ვერ ეღირსებიან, ვერ ეღირსება ერთი კაცი და მისი უკანონო გადაწყვეტილებების აღმსრულებლები, რომ რაიმე მეთოდით უკან დავიხიოთ რამეზე – ამბობს მამუკა ხაზარაძე

სასამართლოშია დაბარებული “ტვ პირველის” დამფუძნებლის მამა, ავთო წერეთელი – შანტაჟი მამის თავისუფლებით – ახალი სერია დაიწყეს! – წერს ფეისბუქზე ვატო წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეების დანიშვნები არ შეჩერდება – “ოცნების” გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს