„პროვოკაციული მცდელობები, რომელსაც მიჩვეული ვართ“ – თამარ ჩუგოშვილი დიმიტრი მედოევის განცხადებაზე ყაზბეგთან დაკავშირებით

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის მუქარა – მარიონეტული რეჟიმი ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებისადმი ინტერესი გააჩნია. დიმიტრი მედოევმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები, თრუსოს ხეობა, კობი და გუდოს ხეობა, „აღმოსავლეთ ოსეთად“ მოიხსენია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნულის საკითხის შეფასებიბსას განაცხადა, რომ მსგავსი განცხადბები შეიძლება იყოს მხოლოდ მორიგი პროვოკაციული მცდელობები:

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, ეს არის მთლიანად საქართველოს შემადგენბლობა. ასეთი განცხადებები, რაც შეიძლება კეთდებოდეს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მორიგი პროვოკაციული მცდელობები, რომელსაც ჩვენ მიჩვეული ვართ, როგორც რუსეთის, ასევე მათი რეჟიმის მხრიდან,”-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს “აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და იმუქრება
შემდეგი სტატიასაქართველოს სხვადასხვა ქალაქში 10-მდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი