პროპაგანდისტული ქარდების დაბლოკვის შემდეგ “ოცნებამ” ბანერების ახალი ვერსია შექმნა

მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ერთმანეთის მიყოლებით დაბლოკა სახელისუფლებო და კრემლისტური ედეების გამხმოვანებელი სტატუსები, მმართველმა პარტიამ ბანერების ახალი ვერსია შექმნა. კომპანია “Meta”-ს დასაბნევად პრორუსული გზავნილები ფეისბუქზე ახლა ახალი დიზაინით ვრცელდება. პროპაგანდაში ჩართულები არიან დეპუტატებიც. საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელის მსოფლიო გიგანტის ფეისბუქი ქართულმა ოპოზიციამ მოისყიდა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ცრუ კამპანია მეორედ დაიბლოკა. ფეისბუკი ერთი მეორეს მიყოლებით შავ სიაში უშვებს ხელისუფლების მიერ დასპონსორებულ სიანფორმაციო ბანერებს. პოსტებს, რომლითაც ოლიგარქის პარტია ამტკიცებს, რომ რუსული კანონი რუსული არ არის. კომპანია “მეტამ” ერთ დღეში, ჯამში, 400-მდე გვერდიდან დადებული პოსტი დაბლოკა.

banner
წინა სტატიაშიბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან
შემდეგი სტატია“კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ” – მეუფე იაკობის EU-ზე