„პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით“- კახიძე

„მოძრაობა თვაისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე პროკურორ ირაკლი შოთაძის გადაყენებას კვლავ ითხოვს და მმართველ გუნდს აკრიტიკებს. როგორც კახიძე აღნიშნავს, პროკურორი „ქართული ოცნების“ დაკვეთებს ასრულებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი იღებს კონკრეტულ მესიჯებს, რომელსაც შედგომ ერთხმად აჟღერებენ, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ რუსთავი ორის საქმის უკან იდგა ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ინფორმაციაში, გახლავთ ის, რომ პოლიტიკურ დაკვეთებს და მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად იღებს, საქართველოს მთავარი პროკურირი. კანონის მიხედვით პროკურატურა არის დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალობა როდესაც მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, იღებს მითითებებს ივანიშვილისგან და იმის ნაცვლად რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველყოს კანონის უზენასოება, მთავარი პროკუროორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით.

მინდა განვაცხადო რომ „მოძრაობა თვაისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადაყენებასის თაობაზე კვლავ ძალაშია და ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დაუშვებელია საქართველოს მთავარი პროკურორი პირდაპირ და ღიად ასრულებდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს“ – განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის მეუღლე: ,,ბატონო მინისტრო, გიბრუნებთ სახელმწიფო ჯილდოს – დააჯილდოვეთ ის თანამშრომლები, რომლებმაც ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს!“
შემდეგი სტატიასაქართველოში ოკუპაციის ხანა დასრულდა და იწყება ანექსია – სამადაშვილი