პროკურატურის საქმიანობას „ძალიან კარგად“ 1 % აფასებს – NDI

“ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გენერალური პროკურატურის საქმიანობას „ძალიან კარგად“ რესპონდენტთა მხოლოდ 1 % აფასებს.

გამოკითხულთა უმეტესობას – 61 %-ს აღნიშნული საგამოძიებო უწყების შეფასება უჭირს და აცხადებს, რომ პასუხი „არ იცის“.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: როგორ შეაფასებდით მთავარი პროკურატურის (შალვა თადუმაძე) საქმიანობას? გამოკითხვის შედეგები ასეთია: „ძალიან კარგად“ 1 %, „კარგად“ – 18 %, „ცუდად“ – 15 %, „ძალიან ცუდად“ – 4 %, „არ ვიცი“ – 61 %, „უარი პასუხზე“ 1 %.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 85% აზრით, პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ-NDI
შემდეგი სტატიასაქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია