საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 30, 2019 11:43

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული გამოცემა „გლობალ ფაინანს“-ის მიერ შედგენილ რეიტინგში.

საქართველო 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა. ქვეყანამ 9,68 ქულა მიიღო და რეგიონის ლიდერია.
ამავე რეიტინგში სომხეთი 62-ეა, აზერბაიჯანი 71-ე. თურქეთი 107-ე, ხოლო რუსეთი 108-ე ადგილზეა.

პირველი ადგილი რეიტინგში ისლანდიამ დაიკავა. საუკეთესო ხუთეულშია ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.

ყველაზე ცუდი შედეგი აქვთ ნიგერიას, სალვადორს, გვატემალას, იემნეს და ფილიპინებს.

რეიტინგი ისეთ კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგა, როგორიცაა კონფლიქტის შესაძლებლობა, ეკონომიკური განვითარების დონე, სტიქიური უბედურებების ალბათობა და რამდენად დაცულები არიან მოქალაქეები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 30, 2019 11:43

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,061
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics