გამოკითხულთა 85% აზრით, პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ-NDI

გამოკითხულთა 85% აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ- ამის შესახებ NDI-ის სოციალურ კვლევაშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა(მაგალითად, საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრე იყო გამოკითხულთა 84%, ხოლო 9% მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიმომარაგდება თუ არა სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახური რუსული თაფლით – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპროკურატურის საქმიანობას „ძალიან კარგად“ 1 % აფასებს – NDI