პროკურატურაში ბაია გადაბაძის გამოკითხვა დაიწყო

ბაია გადაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ბაია გადაბაძის პროკურატურაში დაბარება მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. გადაბაძე ძმები გაჩეჩილაძეების მხრიდან მის მიმართ დევნაზე საუბრობს.

ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი არც იმას გამორიცხავს, რომ საქალაქო სასამართლოზე ზეწოლას შესაძლოა ხელისუფლება ახორციელებს და აცხადებს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს სასამართლოსგან კონკრეტული გარანტიები აქვთ მიღებული.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა თურქეთის მოქმედებებზე გავლება იქონიოს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი – აუცილებელია “ყაზტრანსგაზ თბილისის” მენეჯმენტში ყაზახური მხარე დაბრუნდეს