“პროკურატურაში ანეგდოტური შეკითხვები დამისვეს”- ელისაშვილის 7-საათიანი დაკითხვა დასრულდა

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროკურატურაში მას მესამე დაკითხვისას ანეგდოტური შეკითხვები დაუსვეს. როგორც ელისაშვილმა შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა , მას ჰკითხეს რატომ ეძახის პროკურორებს უსაქმურებს. მისივე თქმით, დაკითხვის ოქმში ასევე შეტანილი იყო გამომძიებელის კითხვა, თუ საიდან იცის ელისაშვილმა, რომ პროკურატურამ თავის დროზე გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეები გააყალბა.
“რა შუაში იყო, მაგრამ ეს შეკითხვები დამისვეს”, – განაცხადა ელისაშვილმა. მისი თქმით, 7 საათის განმავლობაში იგი მესამედ დაკითხეს. ასევე მის მიერ კომპანია “მაგთიდან” სატელეფონო ამონაწერის დათვალიერება მოხდა.

banner
წინა სტატიაშირობერტ დე ნიროს სასტუმრო ლუქსის კლასის ყველაზე ცუდ ჰოტელად აღიარეს
შემდეგი სტატიაჟირინოვსკიმ სააკაშვილისა და ავაკოვის მხარდამჭერი სკანდალური განცხადება გააკეთა..